https://sputnik-georgia.com/20260731/kritikuli-dialogi-politologebi-299919393.html
კრიტიკული დიალოგის კულტურა: პოლიტოლოგები ქვეყნის სატრანზიტო როლსა და საგარეო პოლიტიკაზე
კრიტიკული დიალოგის კულტურა: პოლიტოლოგები ქვეყნის სატრანზიტო როლსა და საგარეო პოლიტიკაზე
Sputnik საქართველო
თბილისში მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა" გაიმართა. ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის... 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T22:19+0400
2026-07-31T22:19+0400
2026-08-01T16:41+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299918676_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a2e2aa76a15186cf87b330aec0f8b325.jpg
დისკუსიის მნიშვნელოვანი თემა გახდა საქართველოს მიერ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მოპოვება. მონაწილეთა აზრით, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში საქართველო მაინც შეეცდება შეინარჩუნოს მრავალვექტორულობა და გააგრძელებს კავშირების განმტკიცებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ალიანსი თბილისისთვის ეკონომიკურად მომგებიანია.ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის საქართველოთი დაინტერესებას.„ინტერესი ძალიან დიდია. მე ვიყავი ტერმეზში და უზბეკეთისა და ყაზახეთის მრავალ ადგილას. ინტერესი ძალიან დიდია. თუმცა, აქ დავა სინამდვილეში იმაზე კი არ მიდის, გავატარებთ თუ არა საქონელს, არამედ იმაზე, თუ ვისი პირობებით. ევროპელებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ — მათი პირობები, მათი დომინირება. ჩვენ კი გვაინტერესებს ჩვენი მაქსიმალური სუვერენიტეტი ტერიტორიაზე, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებით. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ, რომ რომელიმე მხარე, ან თუნდაც ერთ-ერთი მათგანი, ხვდება, თუ რა გველოდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და SIKHA Foundation-ის დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ.მრგვალი მაგიდის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ექსპერტული შეხვედრები ძალიან სასარგებლოა იმ პირობებშიც კი, როდესაც მოსაზრებები განსხვავდება. ეს, მათი თვალსაზრისით, საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დაიწყოს კრიტიკული დიალოგისა და აზრთა გაცვლის კულტურის განვითარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299918676_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_e9d2c945812cd1e16a75b3f0a4b3fde7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
კრიტიკული დიალოგის კულტურა: პოლიტოლოგები ქვეყნის სატრანზიტო როლსა და საგარეო პოლიტიკაზე
22:19 31.07.2026 (განახლებულია: 16:41 01.08.2026) თბილისში მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა" გაიმართა. ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გამოწვევები და მრავალვექტორიანობა განიხილეს.
დისკუსიის მნიშვნელოვანი თემა გახდა საქართველოს მიერ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მოპოვება. მონაწილეთა აზრით, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში საქართველო მაინც შეეცდება შეინარჩუნოს მრავალვექტორულობა და გააგრძელებს კავშირების განმტკიცებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ალიანსი თბილისისთვის ეკონომიკურად მომგებიანია.
ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის საქართველოთი დაინტერესებას.
„ინტერესი ძალიან დიდია. მე ვიყავი ტერმეზში და უზბეკეთისა და ყაზახეთის მრავალ ადგილას. ინტერესი ძალიან დიდია. თუმცა, აქ დავა სინამდვილეში იმაზე კი არ მიდის, გავატარებთ თუ არა საქონელს, არამედ იმაზე, თუ ვისი პირობებით. ევროპელებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ — მათი პირობები, მათი დომინირება. ჩვენ კი გვაინტერესებს ჩვენი მაქსიმალური სუვერენიტეტი ტერიტორიაზე, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებით. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ, რომ რომელიმე მხარე, ან თუნდაც ერთ-ერთი მათგანი, ხვდება, თუ რა გველოდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და SIKHA Foundation-ის დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ექსპერტული შეხვედრები ძალიან სასარგებლოა იმ პირობებშიც კი, როდესაც მოსაზრებები განსხვავდება. ეს, მათი თვალსაზრისით, საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დაიწყოს კრიტიკული დიალოგისა და აზრთა გაცვლის კულტურის განვითარება.