https://sputnik-georgia.com/20260731/kanonier-qurd-badukas-patimroba-sheeparda-299900182.html
გიორგი მიქაძისთვის ე.წ. შუმოკის მოწყობისთვის „ბადუკას“ 10-წლიანი სასჯელი განესაზღვრა
გიორგი მიქაძისთვის ე.წ. შუმოკის მოწყობისთვის „ბადუკას“ 10-წლიანი სასჯელი განესაზღვრა
Sputnik საქართველო
ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს 2016 წელს სოსო ჯოხაძის (ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმის) მკვლელობისთვის იხდის. მას 19 წლით აქვს პატიმრობა... 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T20:42+0400
2026-07-31T20:42+0400
2026-07-31T20:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მიქაძისთვის რუსთავის ციხეში ე.წ შუმოკის მოწყობისთვის ბადრი ნათობაძეს („ბადუკას“) მოსამართლემ 10-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა. ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს 2016 წელს სოსო ჯოხაძის (ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმის) მკვლელობისთვის იხდის. მას 19 წლით აქვს პატიმრობა შეფარდებული. ბადრი ნათობაძესთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები იყვნენ - „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში (იგივე „ენცო"), ლევან მოისწრაფიშვილი, ნოდარ ნიშნიანიძე, თამაზ მეფარიშვილი, ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე. ბრალდების მიხედვით, „კანონიერი ქურდები“ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის სასჯელაღსრულების N6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ციხეში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის ბადრი ნათობაძეს, დაუკავშირდნენ და გიორგი მიქაძის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის ე.წ. პრაგონისა და ე.წ. შუმოკის განხორციელება დაავალეს. ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით ე.წ. ქურდული გარჩევა მოეწყო, რა დროსაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული პირების ქმედება უარყოფითად შეფასდა. გამოძიების ცნობით, „კანონიერმა ქურდმა“ კაკო ტუღუშმა „ქურდული სამყაროს“ წევრ ლევან მოისწრაფიშვილს „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე იყვნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებელი პირები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, ხოლო ვინც მათ მხარს არ დაუჭერდა ავტომატურად გახდებოდნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებლები. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კანონიერი ქურდ“ კაკო ტუღუშს 13 წლით, ლევან მოისწრაფიშვილს კი 8, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნოდარ ნიშნიანიძეს დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი თამაზ მეფარიშვილი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამავე საქმეზე ბრალდებული ნანა მეფარიშვილიც ცნობილი იქნა დამნაშავედ, თუმცა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა გიორგი კირთაძესაც, რომელსაც 9 თვით პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გიორგი მიქაძისთვის ე.წ. შუმოკის მოწყობისთვის „ბადუკას“ 10-წლიანი სასჯელი განესაზღვრა
ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს 2016 წელს სოსო ჯოხაძის (ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმის) მკვლელობისთვის იხდის. მას 19 წლით აქვს პატიმრობა შეფარდებული.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მიქაძისთვის რუსთავის ციხეში ე.წ შუმოკის მოწყობისთვის ბადრი ნათობაძეს („ბადუკას“) მოსამართლემ 10-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს 2016 წელს სოსო ჯოხაძის (ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმის) მკვლელობისთვის იხდის. მას 19 წლით აქვს პატიმრობა შეფარდებული.
ბადრი ნათობაძესთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები იყვნენ - „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში (იგივე „ენცო"), ლევან მოისწრაფიშვილი, ნოდარ ნიშნიანიძე, თამაზ მეფარიშვილი, ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე.
ბრალდების მიხედვით, „კანონიერი ქურდები“ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის სასჯელაღსრულების N6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ციხეში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის ბადრი ნათობაძეს, დაუკავშირდნენ და გიორგი მიქაძის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის ე.წ. პრაგონისა და ე.წ. შუმოკის განხორციელება დაავალეს.
ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით ე.წ. ქურდული გარჩევა მოეწყო, რა დროსაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული პირების ქმედება უარყოფითად შეფასდა.
გამოძიების ცნობით, „კანონიერმა ქურდმა“ კაკო ტუღუშმა „ქურდული სამყაროს“ წევრ ლევან მოისწრაფიშვილს „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე იყვნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებელი პირები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, ხოლო ვინც მათ მხარს არ დაუჭერდა ავტომატურად გახდებოდნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კანონიერი ქურდ“ კაკო ტუღუშს 13 წლით, ლევან მოისწრაფიშვილს კი 8, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნოდარ ნიშნიანიძეს დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი თამაზ მეფარიშვილი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამავე საქმეზე ბრალდებული ნანა მეფარიშვილიც ცნობილი იქნა დამნაშავედ, თუმცა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა გიორგი კირთაძესაც, რომელსაც 9 თვით პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.