ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივნისში გაიზარდა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
ივნისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1,3 მლრდ ლარით, ანუ 0,69%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ივლისისთვის 75,43 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 985,05 მლნ ლარით, ანუ 2,29%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 311,13 მლნ ლარით, ანუ 1%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 3,45%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 21,42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელზე 2,55%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,78%-ით, ანუ 701,19 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, 40,11 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,37% შეადგინა, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით მეტია 2026 წლის 1-ელი ივნისის მაჩვენებელზე.
ივნისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0