https://sputnik-georgia.com/20260731/emi-diazi-bichorishvils-shexvda-299885130.html
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა: ემი დიაზმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაიწყო
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა: ემი დიაზმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაიწყო
Sputnik საქართველო
ემი დიაზმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T12:55+0400
2026-07-31T12:55+0400
2026-07-31T12:55+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1f/299884686_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_daa5582401f1c02fa7a134de01090e96.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან (საქმეთა დროებითი რწმუნებული) ემი დიაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ 2026 წლის ივლისიდან ემი დიაზი ასრულებს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას საქართველოში. იგი არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ადრე მუშაობდა თბილისში და ამერიკის საელჩოს შიდა პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.საქართველოში დანიშვნამდე დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.დიაზმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა. პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, რობინ დანიგანმა საქართველოში მისია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, 2025 წლის 5 ივლისს დაასრულა. დიპლომატის თქმით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1f/299884686_0:0:2049:1537_1920x0_80_0_0_0412000a81094cbf1f36b4c4d840775a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა: ემი დიაზმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაიწყო
ემი დიაზმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან (საქმეთა დროებითი რწმუნებული) ემი დიაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ 2026 წლის ივლისიდან ემი დიაზი ასრულებს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას საქართველოში. იგი არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ადრე მუშაობდა თბილისში და ამერიკის საელჩოს შიდა პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში დანიშვნამდე დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).
დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.
დიაზმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა. პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, რობინ დანიგანმა საქართველოში მისია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, 2025 წლის 5 ივლისს დაასრულა. დიპლომატის თქმით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.