https://sputnik-georgia.com/20260731/elisashvils-axali-brali-warudgines-299899865.html
ალეკო ელისაშვილს ციხეში კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს
ალეკო ელისაშვილს ციხეში კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსი 2025 წლის 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T20:00+0400
2026-07-31T20:00+0400
2026-07-31T20:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324658_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_44bc4df4ae1af88efa9b6edef53085be.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას - მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით). ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ელისაშვილს იმ მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს. ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება - აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე პროკურატურამ ბრალდება 2026 წლის მარტში წარუდგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324658_67:0:1204:853_1920x0_80_0_0_e2bd224e25c36a3f87834a60d36a5665.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ალეკო ელისაშვილს ციხეში კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს
პოლიტიკოსი 2025 წლის 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.
ამ შემთხვევაში საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას - მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).
ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ელისაშვილს იმ მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
„ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და არაკაცი უწოდა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც ალეკო ელისაშვილს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით ხელბორკილების დადების დროს, საათების განმავლობაში მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, სისხლი სდიოდა, არ ხსნიდა, წყალს არ ასმევდა, ამასთან ერთად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ელისაშვილმა ის სასამართლო სხდომაზე რომ დაინახა, „არაკაცი“ უწოდა. როგორც პროკურატურა ამბობს, ამ სიტყვაში დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე.
გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის ჩადენის კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი ბრალდება - აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე პროკურატურამ ბრალდება 2026 წლის მარტში წარუდგინა.