https://sputnik-georgia.com/20260730/winamzgvrishvilze-sasadilodaxures-299871809.html
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T18:29+0400
2026-07-30T18:29+0400
2026-07-30T18:29+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/48/240594806_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_d5f9f65115c091696d9b2434c8e907fe.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დარღვევების გამო თბილისში მდებარე საზკვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქ. N5-ში მდებარე ფიზიკური პირის კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოსული შეტყობინების საფუძველზე არაგეგმურად შეამოწმეს. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/48/240594806_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_650609c8b1c07906068864be22e41b73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
უწყების ცნობით, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დარღვევების გამო თბილისში მდებარე საზკვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქ. N5-ში მდებარე ფიზიკური პირის კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოსული შეტყობინების საფუძველზე არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა. კერძოდ, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით.