ვაკეში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2026
გამოწერა
შექმნილი დისკომფორტის გამო მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე 2 და 3 აგვისტოს ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შეიზღუდება 2 და 3 აგვისტოს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ქსელის განახლების სამუშაოები შიდა ეზოს სივრცეში გაგრძელდება, რაც ქუჩაზე გადაადგილების შეფერხებას არ გამოიწვევს.
შექმნილი დისკომფორტის გამო მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის
ყველა ახალი ამბავი
0