https://sputnik-georgia.com/20260730/siti-moltan-transportis-axali-sqema-shemushavda-299871419.html
საბურთალოზე, „სითი მოლის“ მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
საბურთალოზე, „სითი მოლის“ მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
Sputnik საქართველო
ცვლილებები მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის (განსაკუთრებით 18-მეტრიანი ავტობუსების) შეუფერხებელ მანევრირებას 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T18:00+0400
2026-07-30T18:00+0400
2026-07-30T18:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249792134_0:1:2048:1153_1920x0_80_0_0_de6b0dcf7378310118a0e3783580df3f.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური მოძრაობის განსამუხტავად გადაადგილების ახალი სქემა შეიმუშავა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.ცვლილებების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი დარჩება. როგორც უწყებაში განმარტეს, სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება და გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249792134_256:0:1793:1153_1920x0_80_0_0_63db1592b48bcf2cbdb8565974c322f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საბურთალოზე, „სითი მოლის“ მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
ცვლილებები მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის (განსაკუთრებით 18-მეტრიანი ავტობუსების) შეუფერხებელ მანევრირებას
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური მოძრაობის განსამუხტავად გადაადგილების ახალი სქემა შეიმუშავა.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
„ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ცვლილებების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი დარჩება.
როგორც უწყებაში განმარტეს, სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება და გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.