https://sputnik-georgia.com/20260730/semekma-pirveladi-shedegebi-gaasajarova-299872273.html
რა მოხდა 24 ივლისს? სემეკმა პირველადი შედეგები გაასაჯაროვა
რა მოხდა 24 ივლისს? სემეკმა პირველადი შედეგები გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
სემეკი აღნიშნულ შემთხვევას ორი მიმართულებით სწავლობს: პირველი — უშუალოდ აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზები, ხოლო მეორე — საქართველოს ენერგოსისტემის... 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T20:00+0400
2026-07-30T20:00+0400
2026-07-30T20:00+0400
საქართველო
სემეკი
საზოგადოება
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/83/239358386_167:0:1420:705_1920x0_80_0_0_0aa77c8b24a2c2beb5dd1b8d7cca2448.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ საყოველთაო სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა.24 ივლისის ღამეს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. შეფერხებები დაფიქსირდა მომდევნო დღეს, 25 ივლისსაც. სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა მეორე დღესვე დაიწყო.დასკვნის მიხედვით, ავარიის დროს საქართველოს ენერგოსისტემა გამოეყო აზერბაიჯანის ქსელს, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ჰქონდა ტექნიკური შესაძლებლობა და ვალდებულება, გადაეანგარიშებინა რელეური დაცვა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა იზოლაციის ალბათობა და შეენარჩუნებინა სისტემის მდგრადობა.კომისიის ცნობით, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის სისტემასთან პარალელურ რეჟიმში 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით მუშაობდა.სემეკის ცნობით, აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას. სემეკი აღნიშნულ შემთხვევას ორი მიმართულებით სწავლობს: პირველი — უშუალოდ აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზები, ხოლო მეორე — საქართველოს ენერგოსისტემის უნარიანობა, იმუშაოს იზოლირებულ რეჟიმში.მომხდარი მასშტაბური კრიზისის გამო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ენერგოსისტემის კოლაფსის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/83/239358386_324:0:1264:705_1920x0_80_0_0_73c8cdf6f86747d68eba49d5ff5d2795.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
რა მოხდა 24 ივლისს? სემეკმა პირველადი შედეგები გაასაჯაროვა
სემეკი აღნიშნულ შემთხვევას ორი მიმართულებით სწავლობს: პირველი — უშუალოდ აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზები, ხოლო მეორე — საქართველოს ენერგოსისტემის უნარიანობა, იმუშაოს იზოლირებულ რეჟიმში.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ საყოველთაო სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა.
24 ივლისის ღამეს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. შეფერხებები დაფიქსირდა მომდევნო დღეს, 25 ივლისსაც. სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა მეორე დღესვე დაიწყო.
დასკვნის მიხედვით, ავარიის დროს საქართველოს ენერგოსისტემა გამოეყო აზერბაიჯანის ქსელს, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ჰქონდა ტექნიკური შესაძლებლობა და ვალდებულება, გადაეანგარიშებინა რელეური დაცვა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა იზოლაციის ალბათობა და შეენარჩუნებინა სისტემის მდგრადობა.
კომისიის ცნობით, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის სისტემასთან პარალელურ რეჟიმში 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით მუშაობდა.
„დაახლოებით 00:10: 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სემეკის ცნობით, აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.
„საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის“, - განაცხადეს სემეკში.
სემეკი აღნიშნულ შემთხვევას ორი მიმართულებით სწავლობს: პირველი — უშუალოდ აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზები, ხოლო მეორე — საქართველოს ენერგოსისტემის უნარიანობა, იმუშაოს იზოლირებულ რეჟიმში.
მომხდარი მასშტაბური კრიზისის გამო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ენერგოსისტემის კოლაფსის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.