https://sputnik-georgia.com/20260730/saxelmwipo-pasdaklebis-portalze-higienuri-sashualebebic-gamochndeba-299867300.html
სახელმწიფო ფასდაკლებების პორტალზე ჰიგიენური საშუალებები გამოჩნდება
სახელმწიფო ფასდაკლებების პორტალზე ჰიგიენური საშუალებები გამოჩნდება
Sputnik საქართველო
ქაშაკაშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე პორტალს კიდევ 10 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ დაემატება ინფორმაცია 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T10:58+0400
2026-07-30T10:58+0400
2026-07-30T10:58+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327150_0:0:3213:1807_1920x0_80_0_0_36e5bfc12ac60ce77d2e7b4f4e4cee56.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო პორტალზე, სადაც პროგრამა „ოჯახური კალათის“ ფარგლებში პროდუქტებზე ფასები და ფასდაკლებები კონტროლდება, უახლოეს მომავალში ჰიგიენური საშუალებებიც გამოჩნდება, განაცხადა „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილმა ჟურნალისტებთან.საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ პროგრამის მონიტორინგის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ივნისის ბოლოს წარადგინა – ekalata.gov.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს.ქაშაკაშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე პორტალს კიდევ 10 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ დაემატება ინფორმაცია – მათ შორისაა კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი ფხვნილი, საპონი და შამპუნი.ამ დროისთვის პროდუქტების სიაშია: კვერცხი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ფქვილი, ქათმის ხორცი, რძე, მაწონი, არაჟანი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, ხაჭო და წიწიბურა.პორტალი შეიცავს საქართველოში არსებული ყველა ქსელური მაღაზიის მონაცემებს და მათი განახლება სავალდებულოა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ფასების შედარების პორტალი tarifebi.ge , სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სად, რომელ საქონელსა და მომსახურებაზე დაიკლო ფასებმა.პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული არიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327150_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_bae44deddafeed5fa7f70abe516390b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო ფასდაკლებების პორტალზე ჰიგიენური საშუალებები გამოჩნდება
ქაშაკაშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე პორტალს კიდევ 10 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ დაემატება ინფორმაცია
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო პორტალზე, სადაც პროგრამა „ოჯახური კალათის“ ფარგლებში პროდუქტებზე ფასები და ფასდაკლებები კონტროლდება, უახლოეს მომავალში ჰიგიენური საშუალებებიც გამოჩნდება, განაცხადა „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ პროგრამის მონიტორინგის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ივნისის ბოლოს წარადგინა – ekalata.gov.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს.
ქაშაკაშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე პორტალს კიდევ 10 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ დაემატება ინფორმაცია – მათ შორისაა კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი ფხვნილი, საპონი და შამპუნი.
ამ დროისთვის პროდუქტების სიაშია: კვერცხი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ფქვილი, ქათმის ხორცი, რძე, მაწონი, არაჟანი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, ხაჭო და წიწიბურა.
პორტალი შეიცავს საქართველოში არსებული ყველა ქსელური მაღაზიის მონაცემებს და მათი განახლება სავალდებულოა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ფასების შედარების პორტალი tarifebi.ge , სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სად, რომელ საქონელსა და მომსახურებაზე დაიკლო ფასებმა.
პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული არიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.