საქონლის უბაჟო შემოტანა საქართველოში: დადებითი და უარყოფითი მხარეები – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში უცხოური მარკეტფლეისებიდან საქონლის გამოწერა დიდი ხანია დავის საგანია. ქართველი ბიზნესმენები ამავდროულად ითხოვენ უცხოეთიდან საქონლის უბაჟო შემოტანის გაუქმებასა და ლიმიტის გაზრდას.
საქართველოს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ხელისუფლებას სთხოვს უბაჟო შემოტანის ზღვარის 300-დან 900 ლარამდე გაზრდას, რადგან ძველ ლიმიტს მოძველებულად მიიჩნევს. 300-ლარიანი ლიმიტი ჯერ კიდევ 2009 წელს დაწესდა.
ბიზნესმენთა ნაწილი თვლის, რომ ეს ქვეყანაში ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ელექტრონული კომერციის ასოციაცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს სრულად გააუქმოს საქონლის უბაჟო შემოტანა საქართველოში, რათა გათანაბრდეს პირობები ადგილობრივი და საერთაშორისო სავაჭრო ქსელებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0