ქართული მოცვის ექსპორტი კვლავ იზრდება

© press-service of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaლურჯი მოცვი
ლურჯი მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2026
გამოწერა
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 61,8 მლნ დოლარის ღირებულების 9,6 ათასი ტონა მოცვია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოწვის ექსპორტის კუთხით რუსეთი ლიდერობს.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 45,3 მილიონი დოლარის ღირებულების მოცვი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63,5%-ით მეტია.
მოცვის საექსპორტო ბაზრებია - რუსეთი (8.736 ტონა), ევროკავშირის ქვეყნები - (498 ტონა), მცირე რაოდენობით მოცვის ექსპორტი ხორციელდება სომხეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0