ცხვრის ექსპორტს საქართველოსთვის მილიონიანი მოგება მოაქვს – ვიდეო

გამოწერა
საქართველო ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის, საუდის არაბეთში, აქტიურად ახორციელებს ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტს.
აღნიშნულ ქვეყნებში საქართველო ყოველწლიურად ათიათასობით სულ პირუტყვს აგზავნის. ერთი ცხვრის საშუალო ფასი დაახლოებით 120 დოლარს შეადგენს. ცხვრის ექსპორტს საქართველოსთვის ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.
2026 წლის ივნისში ქვეყანამ ცხვრის ექსპორტისგან 2,1 მლნ დოლარი მიიღო. გაიყიდა 17,5 ათასი სული პირუტყვი, რაც თითქმის შვიდჯერ მეტია 2025 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
ქართული ცხვრის ძირითადი მყიდველია აზერბაიჯანი (9,1 ათასი სული), ერაყი (4,8 ათასი სული), ქუვეითი (2,4 ათასი სული) და კატარი (1,2 ათასი სული).
ყველა ახალი ამბავი
0