https://sputnik-georgia.com/20260730/axali-organizacia-dapuznda-299870154.html
ეკლესიის, გმირების, ენის, ღირებულებების დაცვა: ქვეყანაში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა
ეკლესიის, გმირების, ენის, ღირებულებების დაცვა: ქვეყანაში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში უკვე განსჯის საგანი გახდა რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით დაარსებული კიდევ ერთი მოძრაობა. 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T16:00+0400
2026-07-30T16:00+0400
2026-07-30T16:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315318_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_bf9a33982d1a40dd3da97bd6f4d07f03.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, იუწყება „პირველი არხი“. ახალი საინიციატივო ჯგუფი მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ დააფუძნეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა სიხარულიძემ. რეჟისორის განცხადებით, ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ შესაბამისი კანონის მიღებაში დაეხმარონ. „მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს და როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, დაგვეხმარონ, ერთად გონივრულად მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს საფრთხეებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი უყურებს, რომ რეალურია“, – განაცხადა სიხარულიძემ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა აღნიშნა, მოძრაობის წევრები მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი. ქართველაშვილის თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სერიოზული და მაქსიმალურად კონსტრუქციული“, თუმცა ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, მისი მონაწილეები რისკებს არ მოერიდებიან.ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ ორგანიზაციის მიზნები და შესაძლო შედეგები განსხვავებულად შეაფასეს. მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა მისაღებია, თუმცა, საჭიროა კანონის ფარგლებში მოქმედება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნება“ თავადაა არაფორმალური დაჯგუფების შექმნის ორგანიზატორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315318_336:0:3067:2048_1920x0_80_0_0_9f62dfd70418dd12168613f2580e74cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ეკლესიის, გმირების, ენის, ღირებულებების დაცვა: ქვეყანაში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა
ქვეყანაში უკვე განსჯის საგანი გახდა რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით დაარსებული კიდევ ერთი მოძრაობა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, იუწყება „პირველი არხი“.
ახალი საინიციატივო ჯგუფი მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ დააფუძნეს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.
„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
რეჟისორის განცხადებით, ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ შესაბამისი კანონის მიღებაში დაეხმარონ.
„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს და როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, დაგვეხმარონ, ერთად გონივრულად მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს საფრთხეებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი უყურებს, რომ რეალურია“, – განაცხადა სიხარულიძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა აღნიშნა, მოძრაობის წევრები მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.
ქართველაშვილის თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სერიოზული და მაქსიმალურად კონსტრუქციული“, თუმცა ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, მისი მონაწილეები რისკებს არ მოერიდებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ ორგანიზაციის მიზნები და შესაძლო შედეგები განსხვავებულად შეაფასეს. მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა მისაღებია, თუმცა, საჭიროა კანონის ფარგლებში მოქმედება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნება“ თავადაა არაფორმალური დაჯგუფების შექმნის ორგანიზატორი.