https://sputnik-georgia.com/20260729/zaxarova-kievi-tavis-evropel-sponsorebs-daartkams-299856861.html
ზახაროვა: კიევი ადრე თუ გვიან დაარტყამს თავის ევროპელ სპონსორებს
ზახაროვა: კიევი ადრე თუ გვიან დაარტყამს თავის ევროპელ სპონსორებს
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერთდროულად რამდენიმე თემაზე გააკეთა კომენტარი — კიევის რეჟიმის მიერ უშუალოდ ევროკავშირზე... 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T17:14+0400
2026-07-29T17:14+0400
2026-08-04T23:36+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_ff7e17865f0f70a0a435c4f3de1a7203.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კიევის რეჟიმი ადრე თუ გვიან ამა თუ იმ ფორმით ევროპას შიგნიდან დაარტყამს — ასეთი აზრი გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ისურვებდა კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას, თუმცა დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.ზახაროვამ ასევე კომენტარი გააკეთა გასულ კვირას კასპიის ზღვაში ირანულ გემზე კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მან ამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა იტალიური მედიის ინფორმაციაზე უკრაინის კონფლიქტში გამოყენებული დრონებისადმი მაფიის ინტერესის შესახებ — წინა დღით ცნობილი გახდა, რომ იტალიური მაფია მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას ცდილობს.ზახაროვას თქმით, რუსეთი მანამდეც აფრთხილებდა ევროპას, რომ ის კიევის რეჟიმის ქმედებების გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.როგორც ადრე კრემლში განააცხადეს, კიევის რეჟიმი აგრძელებს ტერორისტულ აქტივობას და მუდმივად აფართოებს მის გეოგრაფიას. მოსკოვი მიიჩნევს, რომ კიევის მხრიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე აღკვეთილი და საბოლოოდ განადგურებული უნდა იქნას.
უკრაინა
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_97a4b9f38e59b3a59542563866cb61ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
ზახაროვა: კიევი ადრე თუ გვიან დაარტყამს თავის ევროპელ სპონსორებს
17:14 29.07.2026 (განახლებულია: 23:36 04.08.2026) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერთდროულად რამდენიმე თემაზე გააკეთა კომენტარი — კიევის რეჟიმის მიერ უშუალოდ ევროკავშირზე შესაძლო დარტყმიდან დაწყებული, უკრაინული დრონების მიმართ იტალიური მაფიის ინტერესით დასრულებული
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კიევის რეჟიმი ადრე თუ გვიან ამა თუ იმ ფორმით ევროპას შიგნიდან დაარტყამს — ასეთი აზრი გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„იმაში, რომ კიევის რეჟიმი მიაყენებს დარტყმას — როგორი იქნება ის, ჩემთვის რთული სათქმელია — ზუსტად თავის საკუთარ შემქმნელებსა და სპონსორებს, ევროკავშირს შიგნიდან, ვგულისხმობ ევროპის კონტინენტის ტერიტორიას, მე ეჭვი არ მეპარება“, — განაცხადა ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ისურვებდა კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას, თუმცა დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.
ზახაროვამ ასევე კომენტარი გააკეთა გასულ კვირას კასპიის ზღვაში ირანულ გემზე კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მან ამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
„თანამედროვე ენით ეს ტერაქტია, ხოლო მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, ალბათ — ტერაქტი, რომელიც აღმოცენდა „საზღვაო მეკობრეობის“ ხელახლა აღორძინებული პრაქტიკიდან“, — განაცხადა მან.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა იტალიური მედიის ინფორმაციაზე უკრაინის კონფლიქტში გამოყენებული დრონებისადმი მაფიის ინტერესის შესახებ — წინა დღით ცნობილი გახდა, რომ იტალიური მაფია მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას ცდილობს.
ზახაროვას თქმით, რუსეთი მანამდეც აფრთხილებდა ევროპას, რომ ის კიევის რეჟიმის ქმედებების გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.
როგორც ადრე კრემლში განააცხადეს, კიევის რეჟიმი აგრძელებს ტერორისტულ აქტივობას და მუდმივად აფართოებს მის გეოგრაფიას. მოსკოვი მიიჩნევს, რომ კიევის მხრიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე აღკვეთილი და საბოლოოდ განადგურებული უნდა იქნას.