https://sputnik-georgia.com/20260729/zaglebis-hiperpopulaciis-progrma-gapartovda-299851651.html
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გაფართოვდა
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გაფართოვდა
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T12:23+0400
2026-07-29T12:23+0400
2026-07-29T12:23+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e93045c91d44017299dac0634e70ec88.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთშიც დაიწყო, ნათქვამია ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სურსათის ეროვნული სააგენტომ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან. ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: პროგრამის ფარგლებში, გარდა არსებული თავშესაფრებისა, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობაც. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80e1e79c3cea1c1e2f87823481774139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გაფართოვდა
პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთშიც დაიწყო, ნათქვამია ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტომ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებს ვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათ. პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;
პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადი) იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;
პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია.
პროგრამის ფარგლებში, გარდა არსებული თავშესაფრებისა, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობაც.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.