„ჯარგვალის" შემდეგ „თევზის სახლი": ფოთში საზკვების ობიექტებში დარღვევები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Vladimir Bogatyrev / გადასვლა მედიაბანკშირესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფოთში, გურიის ქუჩა N11-ში მდებარე რესტორანი „თევზის სახლი“ ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები- ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
გუშინ სააგენტოს ინსპექტორებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფოთში მდებარე რესტორან „ჯარგვალსაც“, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები -არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
უწყების ცნობით, მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
ყველა ახალი ამბავი
0