https://sputnik-georgia.com/20260729/susma-ucxoelebi-daakava-299855573.html
სუს-მა იარაღის კონტრაბანდის საქმეზე მსხვილი უცხოური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა
სუს-მა იარაღის კონტრაბანდის საქმეზე მსხვილი უცხოური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 9-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T14:27+0400
2026-07-29T14:27+0400
2026-07-29T14:27+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე თბილისში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სუს-მა იარაღის კონტრაბანდის საქმეზე მსხვილი უცხოური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა
დანაშაული 9-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე თბილისში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
„დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.