რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

© Courtesy of Tbilisi City Hall რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შოთა რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დედაქალაქის მთავარი გამზირი ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.
© Courtesy of Tbilisi City Hall რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
Ремонт проспекта Руставели в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ამასთან, კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაც, მერიის ცნობით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის საინჟინრო ინფრასტრუქტურას.
„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს", - განაცხადა კალაძემ.
© Courtesy of Tbilisi City Hall რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
Ремонт проспекта Руставели в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
როგორც მერმა აღნიშნა, კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“
„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის განმავლობაში დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის რემონტთან დაკავშირებული დროებითი უხერხულობა გარდუვალია, თუმცა სწორედ ეს მიდგომა გახდის შესაძლებელს გრძელვადიან ექსპლუატაციაზე გათვლილი, თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურის შექმნას.
© Courtesy of Tbilisi City Hall რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
Ремонт проспекта Руставели в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ვადების სიმცირის გამო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0