https://sputnik-georgia.com/20260729/ras-edaveba-konkurenciis-saagentousa2georgia-299856207.html
რას ედავება კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2Georgia-ს
რას ედავება კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2Georgia-ს
Sputnik საქართველო
მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, აღნიშნავენ სააგენტოში. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T17:45+0400
2026-07-29T17:45+0400
2026-07-29T17:45+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273997734_0:11:3072:1739_1920x0_80_0_0_2b967a8c8a0c81a775d7c706efcf64db.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (USA2Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამანათების ტრანსპორტირებისა და ლოქერში ( მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისი - რედ.) განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა. ამასთან, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მომხმარებლის საკითხის ინდივიდუალურ განხილვას და მას არც კომპანიის წარმომადგენელთან აკავშირებდა. „ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს შეუქმნას კომპანიასთან ეფექტიანი და შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა“, -აღნიშლია ინფორმაციაში. ამასთან, სააგენტოს შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს მის საკითხზე კონკრეტულ პასუხს და ვერ უკავშირდება კომპანიის წარმომადგენელს. GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით „თითიელ აშშ ჯგუფს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273997734_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_f0966630218062bd95d56875c56b432b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რას ედავება კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2Georgia-ს
მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, აღნიშნავენ სააგენტოში.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (USA2Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამანათების ტრანსპორტირებისა და ლოქერში ( მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისი - რედ.) განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
„სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებასა და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, რომელიც განმეორებით აწვდიდა ერთსა და იმავე ავტომატიზებულ პასუხს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ამასთან, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მომხმარებლის საკითხის ინდივიდუალურ განხილვას და მას არც კომპანიის წარმომადგენელთან აკავშირებდა.
„ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს შეუქმნას კომპანიასთან ეფექტიანი და შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოს შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს მის საკითხზე კონკრეტულ პასუხს და ვერ უკავშირდება კომპანიის წარმომადგენელს.
„მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს მისი დაკავშირება რეალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკითხს ინდივიდუალურად და კომპეტენტურად განიხილავს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით „თითიელ აშშ ჯგუფს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.