https://sputnik-georgia.com/20260729/ra-shemosavali-miigo-qvekanam-turizmindan-299849685.html
რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი სტატისტიკა
რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს შემოსავლები 2,03%-ით შემცირდა. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T11:55+0400
2026-07-29T11:55+0400
2026-07-29T11:55+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293954950_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4448e22c354c7a8f9fc692c50ca4e79d.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მასალებში.ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ბოლო ორ წელიწადში ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდებს ხსნის საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს შემოსავლები 2,03%-ით შემცირდა.ვინ ხარჯავს ფულს2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან კი 21,16%-ით გაიზარდა.რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა.2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.2024 წელს საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293954950_175:0:2048:1405_1920x0_80_0_0_af76e1033b8b7be2c6256ae70bd8e85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი სტატისტიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს შემოსავლები 2,03%-ით შემცირდა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მასალებში.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ბოლო ორ წელიწადში ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდებს ხსნის საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს შემოსავლები 2,03%-ით შემცირდა.
2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში 2026 წლის პირველ ნახევარში
ქვეყანა | დანახარჯი, მლნ დოლარი | ვიზიტების რაოდენობა |
ევროკავშირი | 335,6 | 226 402 |
რუსეთი | 307,1 | 610 825 |
თურქეთი | 255,1 | 525 380 |
ისრაელი | 222,7 | 146 628 |
აზერბაიჯანი | 107,6 | 133 345 |
ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან კი 21,16%-ით გაიზარდა.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა.
2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.
2024 წელს საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.