https://sputnik-georgia.com/20260729/qutaisis-aeroportshi-sanavigacio-sistema-ganaxldeba-299850128.html
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განათებისა და სანავიგაციო სისტემები განახლდება
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განათებისა და სანავიგაციო სისტემები განახლდება
Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და... 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T10:56+0400
2026-07-29T10:56+0400
2026-07-29T10:56+0400
საქართველო
საქაერონავიგაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_0:26:2000:1151_1920x0_80_0_0_54ab281f2c5e413a6904b555021e49dd.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კომპანია „საქაერონავიგაცია" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, -განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძემ.დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში – მსხვილგაბარიტიანი თვითმფრინავების მიღებას, რაც აეროპორტს შორ მანძილებზე ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას მისცემს.როგორც კარანაძემ აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროექტი უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველად შენდება, თანაც ყველაზე გრძელი – 3 600 მეტრი.მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.„პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - აღნიშნა კარანაძემ.პროექტის ღირებულება 240 მლნ ლარია.ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გააფართოებს აეროპორტის შესაძლებლობებს და გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოჯისტიკური ცენტრის პოზიციას.აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს დიდი ზომის თვითმფრინავების შეზღუდვების გარეშე მიღებას.დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებს „D“ კოდით, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კილომეტრია, რაც საშუალო ტევადობისა და გამტარუნარიანობის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_81a1673814e364b0e92284c0d4bae802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქაერონავიგაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქაერონავიგაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განათებისა და სანავიგაციო სისტემები განახლდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კომპანია „საქაერონავიგაცია" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, -განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძემ.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში – მსხვილგაბარიტიანი თვითმფრინავების მიღებას, რაც აეროპორტს შორ მანძილებზე ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას მისცემს.
„საქაერონავიგაცია“ სრულად განაახლებს შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, უკვე დამონტაჟდა ინსტრუმენტული დაფრენის ახალი სისტემა, ანუ სრულად განახლდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ულტრათანამედროვე სისტემებით", - განაცხადა კარანაძემ.
როგორც კარანაძემ აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროექტი უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველად შენდება, თანაც ყველაზე გრძელი – 3 600 მეტრი.
მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.
„პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - აღნიშნა კარანაძემ.
პროექტის ღირებულება 240 მლნ ლარია.
ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გააფართოებს აეროპორტის შესაძლებლობებს და გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოჯისტიკური ცენტრის პოზიციას.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს დიდი ზომის თვითმფრინავების შეზღუდვების გარეშე მიღებას.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებს „D“ კოდით, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კილომეტრია, რაც საშუალო ტევადობისა და გამტარუნარიანობის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.