https://sputnik-georgia.com/20260729/narkodanashaulis-braldebit-dakavebuls-15-wlit-patimroba-miesaja-299859743.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
რატი რატიანი, რომელსაც საზოგადოება ასევე იცნობს როგორც ცნობილი ქართველი მოდელის თამთა შედანიას მეუღლეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასული წლის ნოემბერში... 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T18:43+0400
2026-07-29T18:43+0400
2026-07-29T18:43+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა-მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდამცველებმა 41 წლის ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანი, რომელიც ქართველი მოდელის თამთა შედანიას მეუღლეა, 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. გამოიძიების ინფორმაციით, მას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები მოჰყავდა. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, თბილისის საქალაქო სასამართლო
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
რატი რატიანი, რომელსაც საზოგადოება ასევე იცნობს როგორც ცნობილი ქართველი მოდელის თამთა შედანიას მეუღლეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა-მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 41 წლის ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანი, რომელიც ქართველი მოდელის თამთა შედანიას მეუღლეა, 2025 წლის ნოემბერში დააკავეს.
გამოიძიების ინფორმაციით, მას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები მოჰყავდა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.