https://sputnik-georgia.com/20260729/iosebidzis-quchaze-tanamedrove-korpusi-ashendeba-299852929.html
ავარიული სახლების ჩანაცვლება: იოსებიძის ქუჩაზე თანამედროვე კორპუსი აშენდება
ავარიული სახლების ჩანაცვლება: იოსებიძის ქუჩაზე თანამედროვე კორპუსი აშენდება
Sputnik საქართველო
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T17:19+0400
2026-07-29T17:19+0400
2026-07-29T17:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0f/264442433_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_df4404b524af51b14efee6fe03d34113.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისში, იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული სახლი თანამედროვე კორპუსით ჩანაცვლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია. კალაძის განცხადებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით დედაქალაქის მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს. მისი თქმით, მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ კუთვნილი გარემონტებული ფართები. „ეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით “, – განაცხადა კალაძემ. მერის ინფორმაციით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე წარმატებით მიმდინარეობს ათეულობით პროექტი. გარდა ამისა, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე; შეიქმნა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. „წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მათ ყველანაირად დაეხმარება. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. საუბარია იმ საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ არქიტექტურულ ღირებულებას და რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება 50 წელს. ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე ხდება, მოქალაქეებს არ უწევთ არანაირი თანხის გადახდა. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მერიას მოქალაქეები გაყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია კი ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს. კანონის თანახმად, შენობის დანგრევისა და ახალი სახლის აშენების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0f/264442433_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_1c41ab9cd8038b0061d1340a5e5d6f2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ავარიული სახლების ჩანაცვლება: იოსებიძის ქუჩაზე თანამედროვე კორპუსი აშენდება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისში, იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული სახლი თანამედროვე კორპუსით ჩანაცვლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად, მოსახლეობას დავპირდით, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ამ ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით და უკვე რამდენიმე წელია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის განცხადებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით დედაქალაქის მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს. მისი თქმით, მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ კუთვნილი გარემონტებული ფართები.
„ეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით “, – განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე წარმატებით მიმდინარეობს ათეულობით პროექტი. გარდა ამისა, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე; შეიქმნა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს.
„წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მათ ყველანაირად დაეხმარება.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. საუბარია იმ საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ არქიტექტურულ ღირებულებას და რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება 50 წელს.
ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე ხდება, მოქალაქეებს არ უწევთ არანაირი თანხის გადახდა.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მერიას მოქალაქეები გაყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია კი ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს. კანონის თანახმად, შენობის დანგრევისა და ახალი სახლის აშენების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე.