ჩინეთი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროექტების განვითარებაში დაეხმარება

გამოწერა
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ქვეყანაში იმ პროექტების განვითარებას, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი ბოლო შეთანხმება ჩინეთთან გაფორმდა. ორი ქვეყანა განავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. შეთანხმება გაფორმდა შანხაიში, გასულ კვირაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობამ ასევე გადაწყვიტა შექმნას ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგია – ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი გაიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0