https://sputnik-georgia.com/20260729/bochorishvili-naurus-gadackvetileba-qartuli-diplomatiis-gamarjvebaa-299862579.html
ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა
ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა
Sputnik საქართველო
ნაურუმ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T21:25+0400
2026-07-29T21:25+0400
2026-07-29T21:25+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440438_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_76778690b6ea9d5ceab0663323cfc438.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური ძალისხმევის გამარჯვებაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ნაურუმ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა. დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.მისი თქმით, თავის დროზე ნაურუს გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო სამართლის და ნორმებს უხეში დარღვევა. ქართული მხარე სხვადასხვა პარტნიორთან ერთად წლების განმავლობაში მუდმივად მუშაობდა, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო.ნაურუ არ არის პირველი წყნარი ოკეანის სახელმწიფო, რომელმაც აღიარება უკან წაიღო. მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ვანუატუმ და ტუვალუმ.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.ამ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს; ვენესუელას; სირიას და ნიკარაგუას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440438_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_c038aa16bc712af964bc468a8ced8278.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა
ნაურუმ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური ძალისხმევის გამარჯვებაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნაურუმ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა.
დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
„ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, თავის დროზე ნაურუს გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო სამართლის და ნორმებს უხეში დარღვევა. ქართული მხარე სხვადასხვა პარტნიორთან ერთად წლების განმავლობაში მუდმივად მუშაობდა, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო.
„ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი, ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და, სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ქვეყნის სუვერენტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ნაურუ არ არის პირველი წყნარი ოკეანის სახელმწიფო, რომელმაც აღიარება უკან წაიღო. მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.
ამ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს; ვენესუელას; სირიას და ნიკარაგუას.