https://sputnik-georgia.com/20260729/analitikosebi-agrodapinansebis-programaze-msjeloben-299863150.html
ანალიტიკოსები საქართველოს აგროთანადაფინანსების პროგრამის სარგებელზე მსჯელობენ
ანალიტიკოსები საქართველოს აგროთანადაფინანსების პროგრამის სარგებელზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T22:58+0400
2026-07-29T22:58+0400
2026-07-29T22:58+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290234580_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_0010480f5a0444b8118a1fc2dc3b5a52.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აგროთანადაფინანსების პროგრამა გააუმჯობესებს საქართველოში განხორციელებული პროექტების ხარისხს და გააძლიერებს საჯარო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.ანალიტიკოსების აზრით, უფრო მკაცრი კონტროლი გაზრდის პროექტების განხორციელების მოტივაციას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და შეამცირებს პროექტების შეუსრულებლობის რისკს, რაც დაფინანსების ძველი მოდელის ერთ-ერთი ნაკლოვანება იყო.გარდა ამისა, ამჟამინდელი მოდელი სექტორს თვითუზრუნველყოფისკენ უბიძგებს, რაც გაზრდის პროდუქტიულობას. თანადაფინანსების ახალი მოდელი უფრო მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს, რადგანაც მათ კაპიტალის მობილიზების, საბანკო დაფინანსების მოზიდვისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ.ანალიტიკოსების აზრით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესება რეფორმის ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი უპირატესობაა. ფერმერთა რეესტრისა და ციფრული მონაცემთა ბაზების შექმნა უფრო საიმედო საფუძველს ჩამოაყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის, საბანკო აქტივების შეფასებისა და კერძო ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისთვის.როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, პროგრამამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ინვესტიციების ეფექტიანობის გაზრდა ინვესტიციების საერთო მოცულობის შესაძლო შემცირების ხარჯზე.პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას, ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290234580_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_5b79661c83e76fcaf95fb4e874a8963e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ანალიტიკოსები საქართველოს აგროთანადაფინანსების პროგრამის სარგებელზე მსჯელობენ
პროგრამის მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აგროთანადაფინანსების პროგრამა გააუმჯობესებს საქართველოში განხორციელებული პროექტების ხარისხს და გააძლიერებს საჯარო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის
კვლევაში.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
„ჩვენი შეფასებით, ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას", - ნათქვამია კვლევაში.
განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
ანალიტიკოსების აზრით, უფრო მკაცრი კონტროლი გაზრდის პროექტების განხორციელების მოტივაციას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და შეამცირებს პროექტების შეუსრულებლობის რისკს, რაც დაფინანსების ძველი მოდელის ერთ-ერთი ნაკლოვანება იყო.
გარდა ამისა, ამჟამინდელი მოდელი სექტორს თვითუზრუნველყოფისკენ უბიძგებს, რაც გაზრდის პროდუქტიულობას. თანადაფინანსების ახალი მოდელი უფრო მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს, რადგანაც მათ კაპიტალის მობილიზების, საბანკო დაფინანსების მოზიდვისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ.
ანალიტიკოსების აზრით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესება რეფორმის ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი უპირატესობაა. ფერმერთა რეესტრისა და ციფრული მონაცემთა ბაზების შექმნა უფრო საიმედო საფუძველს ჩამოაყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის, საბანკო აქტივების შეფასებისა და კერძო ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, პროგრამამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ინვესტიციების ეფექტიანობის გაზრდა ინვესტიციების საერთო მოცულობის შესაძლო შემცირების ხარჯზე.
„არსებული მოდელის ფარგლებში, ინვესტორმა პროექტი დამოუკიდებლად უნდა დააფინანსოს. გრანტი გაიცემა მხოლოდ ვალდებულებების შესრულების, აუდიტისა და ადგილზე კონტროლის შემდეგ (მაქსიმუმ 18-დან 24 თვემდე). გარდა ამისა, პროგრამა „აგროკრედიტის“ ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთამდე (8,25% 26 ივლისის მდგომარეობით) შემცირდა, ხოლო დაფარვის ვადა 48-დან 36 თვემდე შემცირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას, ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.