https://sputnik-georgia.com/20260728/ukraina-irani-299923376.html
მოსაზრება: ირანისა და უკრაინის კონფლიქტების ხაზები ვაშინგტონში იკვეთება
მოსაზრება: ირანისა და უკრაინის კონფლიქტების ხაზები ვაშინგტონში იკვეთება
Sputnik საქართველო
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ ინიცირებული ორი ლოკალური ომი ბუნებრივად გარდაიქმნება და ერთიანდება ერთ კონფლიქტად, რომელშიც მრავალი ქვეყანა უშუალოდ... 28.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-28T13:09+0400
2026-07-28T13:09+0400
2026-08-02T10:10+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297543338_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_ac18a74d7180fa188459a9681016a0d7.jpg
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ ინიცირებული ორი ლოკალური ომი ბუნებრივად გარდაიქმნება და ერთიანდება ერთ კონფლიქტად, რომელშიც მრავალი ქვეყანა უშუალოდ მონაწილეობს. ამერიკის საგარეოპოლიტიკური ავანტიურა, რომელიც „ჰეგემონიის“ პრეტენზიაზეა აგებული, შესაძლოა, საბოლოოდ და გადამწყვეტად მესამე მსოფლიო ომმა გაანადგუროს. დღეს ვაშინგტონში ზელენსკი, ნეთანიაჰუ და ტრამპი „აპოკალიფსის მხედრების“ როლზე აცხადებენ პრეტენზიას.რუსოფობი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვა ვაშინგტონში 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიეველი „პიანისტის“, ვოლოდიმირ ზელენსკის „საათების გასასწორებლად“ მოსახერხებელი და სიმბოლური საბაბია. თანამოსაუბრეების „წონითი კატეგორიები“ და მიზნები განსხვავებულია, მაგრამ ომები — საერთო.ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და კონფლიქტიდან გამოსვლის პირობები სულ უფრო უარესდება. ირანთან ომში აშშ-ის სამარცხვინო მარცხი, შესაძლოა, ვაშინგტონის ევროპაში ბრწყინვალე დიპლომატიურმა გამარჯვებამ გადაფაროს — უკრაინის ომის დასრულებამ დასავლეთის პირობებით. ამიტომ ზელენსკისთან პრიორიტეტული შეხვედრა მოსკოვის დროით 16:40 საათზე იყო დანიშნული.ზელენსკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“, ანუ ომის უსასრულოდ გაგრძელება, რაც აშშ-ის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ვაშინგტონში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 25 ივლისს, კიევმა უკრაინისა და ირანის კონფლიქტების „გაერთიანება“ სცადა — კასპიის ზღვაში დრონებით ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო გემებზე დარტყმებით. ამის შემდეგ, „ცრუ დროშის“ ქვეშ ჩატარებული ოპერაციების დროს, უკრაინელმა დივერსანტებმა ერაყის სამთავრობო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. დაკავებულმა მებრძოლებმა აღიარეს, რომ უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ფაქტობრივად, ისინი ერაყსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდნენ. რამდენად „გაუმჯობესდა ურთიერთგაგება“ ტრამპსა და ზელენსკის შორის ამის შემდეგ, ძალიან მალე გახდება ცნობილი. შეხვედრისთვის საათ-ნახევარი იყო გამოყოფილი, ხოლო მოსკოვის დროით 18:00 საათზე თეთრ სახლში უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიღეს.ნეთანიაჰუსთვის ირანთან უსასრულო ომში აშშ-ის მხარდაჭერა ჰაერივით აუცილებელია. ამასთან, ისრაელი არ არის მზად, შეეგუოს რეალობას და არც ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში კომპრომისებისთვის არის მზად. ტრამპი გაღიზიანებულია და საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში მის კატასტროფაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრია. ნეთანიაჰუ სასოწარკვეთილად ცდილობს, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ბირთვული სამხედრო პოტენციალის განვითარების რეალობაში დაარწმუნოს. ირანში ცაჰალისა და პენტაგონის ერთობლივი ოპერაციების გაგრძელების შანსი მცირეა: ამერიკულ რაკეტებსა და ფინანსებს რესურსი ეწურება, ხოლო თეირანი ურყევია.ტრამპის, ზელენსკისა და ნეთანიაჰუს მიზნები განსხვავებულია, თუმცა, სამივეს ომი აერთიანებს, რომელზეც დამოკიდებულია მათი შემდგომი პოლიტიკური და ფიზიკური არსებობაც კი. თითოეულის თავზე მომავალი არჩევნებისა და პროექტების — „დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე“, „უკრაინა უპირველეს ყოვლისა“, „დიდი ისრაელი“ — სისხლისმღვრელი განხორციელებისთვის მოსალოდნელი ანგარიშსწორების დამოკლეს მახვილი ჰკიდია.ეს სხვადასხვა მასშტაბის პოლიტიკური სიმბიოზი იმით არის საშიში, რომ თითოეული „მხედრის“ შეცდომა მრავალჯერ იზრდება. ტრამპის მიერ ანკარაში ნატოს სამიტზე მოწონებულმა პრინციპმა — „ესკალაცია დეესკალაციისთვის“, უკრაინის 40-დღიანმა მცდელობამ, დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით „აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ“, საპირისპირო შედეგი გამოიღო. რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგის ინფრასტრუქტურა და ნატოს საზღვაო ლოგისტიკა მთლიანად გაანადგურეს. თავად უკრაინელი პროპაგანდისტებიც კი ზელენსკის განცხადებებს ფრონტზე „გარდატეხის“ შესახებ უარყოფენ, რამეთუ ტყუილი მეტისმეტად აშკარაა.აშშ-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ინიცირებული ორი ომი, სახიფათოდ ერთიანდება. ზელენსკისა და ნეთანიაჰუს სინქრონული ვიზიტის გაანალიზებისას, გამოცემა The American Conservative მივიდა შემდეგ დასკვნამდე: „თუ ტრამპს არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ორივემ თეთრი სახლი ხელცარიელმა დატოვოს.“ ისტორიის სასწორი კვლავ მერყეობს.აშშ-ის წარმომადგენლები გაეროში რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინასა და რუსეთს, ტრამპის მითითებების შესაბამისად დაიწყონ მოლაპარაკებები ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაასრულოს როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტი: ხელი მოაწეროს განკარგულებას, ყურის რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ და უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის სისტემას გათიშოს. თუმცა, ტრამპი, სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებს. აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გეგმაზე, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი. კერძოდ, გამოყოფილი 400 მილიონი დოლარიდან 200 მილიონი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღსა და საბრძოლო მასალას მოხმარდება, 99,9 მილიონი — ტრანსპორტს, ხოლო 100 მილიონი — სამხედრო ტვირთების გადაზიდვას.აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთი ნატოსთვის კვლავ „მუდმივ საფრთხედ“ რჩება. ალიანსი უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს მრავალ მილიარდ დოლარად ყიდულობს. ღრმა სიმბოლიზმით არის დატვირთული ის ფაქტიც, რომ სენატორ გრემის დაკრძალვის დღეს, აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრიან. ლინდსი გრემი დაგვამახსოვრდა მაშინ, როდესაც ერთხელ კიევში (2023 წლის მაისში) განაცხადა: „რუსები კვდებიან... ჩვენ ფული არასოდეს ასე წარმატებით არ დაგვიხარჯავს.“ მოგვიანებით, სენატორმა საკუთარი ნათქვამი შეასწორა: თუმცა, არსებითად არაფერი შეცვლილა. გრემი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ომის ყველა სხვა ფორმის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა. ტელევიზიით ნაჩვენებ „სამგლოვიარო“ ვიდეორგოლებში სენატორმა ირანთან ომის გაჩაღების მრავალწლიანი მცდელობები „საუკეთესო საქმედ“ მოიხსენია, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. სურათი კლინიკურია.შეძლებენ კი „აპოკალიფსის მხედრები“ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას?რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297543338_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_3ee29c7852bc2af62a335f96754fb4c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ირანი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ირანი
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ ინიცირებული ორი ლოკალური ომი ბუნებრივად გარდაიქმნება და ერთიანდება ერთ კონფლიქტად, რომელშიც მრავალი ქვეყანა უშუალოდ მონაწილეობს. ამერიკის საგარეოპოლიტიკური ავანტიურა, რომელიც „ჰეგემონიის“ პრეტენზიაზეა აგებული, შესაძლოა, საბოლოოდ და გადამწყვეტად მესამე მსოფლიო ომმა გაანადგუროს. დღეს ვაშინგტონში ზელენსკი, ნეთანიაჰუ და ტრამპი „აპოკალიფსის მხედრების“ როლზე აცხადებენ პრეტენზიას.
რუსოფობი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვა ვაშინგტონში 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიეველი „პიანისტის“, ვოლოდიმირ ზელენსკის „საათების გასასწორებლად“ მოსახერხებელი და სიმბოლური საბაბია. თანამოსაუბრეების „წონითი კატეგორიები“ და მიზნები განსხვავებულია, მაგრამ ომები — საერთო.
ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და კონფლიქტიდან გამოსვლის პირობები სულ უფრო უარესდება. ირანთან ომში აშშ-ის სამარცხვინო მარცხი, შესაძლოა, ვაშინგტონის ევროპაში ბრწყინვალე დიპლომატიურმა გამარჯვებამ გადაფაროს — უკრაინის ომის დასრულებამ დასავლეთის პირობებით. ამიტომ ზელენსკისთან პრიორიტეტული შეხვედრა მოსკოვის დროით 16:40 საათზე იყო დანიშნული.
ზელენსკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“, ანუ ომის უსასრულოდ გაგრძელება, რაც აშშ-ის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ვაშინგტონში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 25 ივლისს, კიევმა უკრაინისა და ირანის კონფლიქტების „გაერთიანება“ სცადა — კასპიის ზღვაში დრონებით ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო გემებზე დარტყმებით. ამის შემდეგ, „ცრუ დროშის“ ქვეშ ჩატარებული ოპერაციების დროს, უკრაინელმა დივერსანტებმა ერაყის სამთავრობო ობიექტებზე მიიტანეს იერიში.
დაკავებულმა მებრძოლებმა აღიარეს, რომ უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ფაქტობრივად, ისინი ერაყსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდნენ. რამდენად „გაუმჯობესდა ურთიერთგაგება“ ტრამპსა და ზელენსკის შორის ამის შემდეგ, ძალიან მალე გახდება ცნობილი. შეხვედრისთვის საათ-ნახევარი იყო გამოყოფილი, ხოლო მოსკოვის დროით 18:00 საათზე თეთრ სახლში უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიღეს.
ნეთანიაჰუსთვის ირანთან უსასრულო ომში აშშ-ის მხარდაჭერა ჰაერივით აუცილებელია. ამასთან, ისრაელი არ არის მზად, შეეგუოს რეალობას და არც ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში კომპრომისებისთვის არის მზად. ტრამპი გაღიზიანებულია და საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში მის კატასტროფაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრია. ნეთანიაჰუ სასოწარკვეთილად ცდილობს, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ბირთვული სამხედრო პოტენციალის განვითარების რეალობაში დაარწმუნოს. ირანში ცაჰალისა და პენტაგონის ერთობლივი ოპერაციების გაგრძელების შანსი მცირეა: ამერიკულ რაკეტებსა და ფინანსებს რესურსი ეწურება, ხოლო თეირანი ურყევია.
ტრამპის, ზელენსკისა და ნეთანიაჰუს მიზნები განსხვავებულია, თუმცა, სამივეს ომი აერთიანებს, რომელზეც დამოკიდებულია მათი შემდგომი პოლიტიკური და ფიზიკური არსებობაც კი. თითოეულის თავზე მომავალი არჩევნებისა და პროექტების — „დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე“, „უკრაინა უპირველეს ყოვლისა“, „დიდი ისრაელი“ — სისხლისმღვრელი განხორციელებისთვის მოსალოდნელი ანგარიშსწორების დამოკლეს მახვილი ჰკიდია.
ეს სხვადასხვა მასშტაბის პოლიტიკური სიმბიოზი იმით არის საშიში, რომ თითოეული „მხედრის“ შეცდომა მრავალჯერ იზრდება. ტრამპის მიერ ანკარაში ნატოს სამიტზე მოწონებულმა პრინციპმა — „ესკალაცია დეესკალაციისთვის“, უკრაინის 40-დღიანმა მცდელობამ, დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით „აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ“, საპირისპირო შედეგი გამოიღო. რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგის ინფრასტრუქტურა და ნატოს საზღვაო ლოგისტიკა მთლიანად გაანადგურეს. თავად უკრაინელი პროპაგანდისტებიც კი ზელენსკის განცხადებებს ფრონტზე „გარდატეხის“ შესახებ უარყოფენ, რამეთუ ტყუილი მეტისმეტად აშკარაა.
აშშ-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ინიცირებული ორი ომი, სახიფათოდ ერთიანდება. ზელენსკისა და ნეთანიაჰუს სინქრონული ვიზიტის გაანალიზებისას, გამოცემა The American Conservative მივიდა შემდეგ დასკვნამდე: „თუ ტრამპს არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ორივემ თეთრი სახლი ხელცარიელმა დატოვოს.“ ისტორიის სასწორი კვლავ მერყეობს.
აშშ-ის წარმომადგენლები გაეროში რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინასა და რუსეთს, ტრამპის მითითებების შესაბამისად დაიწყონ მოლაპარაკებები ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაასრულოს როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტი: ხელი მოაწეროს განკარგულებას, ყურის რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ და უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის სისტემას გათიშოს. თუმცა, ტრამპი, სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებს. აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გეგმაზე, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი. კერძოდ, გამოყოფილი 400 მილიონი დოლარიდან 200 მილიონი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღსა და საბრძოლო მასალას მოხმარდება, 99,9 მილიონი — ტრანსპორტს, ხოლო 100 მილიონი — სამხედრო ტვირთების გადაზიდვას.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთი ნატოსთვის კვლავ „მუდმივ საფრთხედ“ რჩება. ალიანსი უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს მრავალ მილიარდ დოლარად ყიდულობს. ღრმა სიმბოლიზმით არის დატვირთული ის ფაქტიც, რომ სენატორ გრემის დაკრძალვის დღეს, აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრიან. ლინდსი გრემი დაგვამახსოვრდა მაშინ, როდესაც ერთხელ კიევში (2023 წლის მაისში) განაცხადა: „რუსები კვდებიან... ჩვენ ფული არასოდეს ასე წარმატებით არ დაგვიხარჯავს.“ მოგვიანებით, სენატორმა საკუთარი ნათქვამი შეასწორა:
„შეერთებული შტატებისთვის უკრაინის დახმარება რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან გათავისუფლებაში კარგი ინვესტიცია გახდა“.
თუმცა, არსებითად არაფერი შეცვლილა. გრემი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ომის ყველა სხვა ფორმის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა. ტელევიზიით ნაჩვენებ „სამგლოვიარო“ ვიდეორგოლებში სენატორმა ირანთან ომის გაჩაღების მრავალწლიანი მცდელობები „საუკეთესო საქმედ“ მოიხსენია, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. სურათი კლინიკურია.
შეძლებენ კი „აპოკალიფსის მხედრები“ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას?
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე