https://sputnik-georgia.com/20260728/saxipato-narchenebs-evropashi-gaanadgureben-299832838.html
საქართველოდან 160 ტონა სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
საქართველოდან 160 ტონა სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
Sputnik საქართველო
საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით თანმიმდევრული სამუშაოები 2016 წლიდან... 28.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-28T14:57+0400
2026-07-28T14:57+0400
2026-07-28T14:57+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ევროპა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_0:0:1152:648_1920x0_80_0_0_9329f65b24c077dfb305fa6a6fc0eac7.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პოლიქლორირებული ბიფენილები (პქბ) მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი ტოქსიკურობითა და გარემოში ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა. მათი უსაფრთხო მართვა და საბოლოო განადგურება საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოში დაგროვილი პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენების ევროპაში უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო განადგურებისთვის მოსამზადებელ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში დაგლას უებთან და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიო ახობაძესთან ერთად, დაესწრო. „საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გასაძლიერებლად. ამ მიზნით, ვახორციელებთ სახიფათო ნარჩენების მართვის ახალ სტრატეგიას, რომელიც სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ობიექტის ადგილმდებარეობა“, - განაცხადა პავლიაშვილმა. საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით თანმიმდევრული სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 14 კომპანიაში შემოწმდა 7 ათასზე მეტი ელექტრომოწყობილობა, გამოვლინდა პქბ-ით დაბინძურებული მოწყობილობები და შეიქმნა მათი უსაფრთხო მართვის სისტემა. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა კერძო სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს, რადგან ნარჩენების შეგროვება, ინვენტარიზაცია, ქვეყნიდან გატანა და გაუვნებელყოფა მთლიანად დონორების მხარდაჭერით დაფინანსდა. პროექტი „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ხორციელდება. პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), ხოლო ინიციატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_49:0:1073:768_1920x0_80_0_0_e0d354094604ce64fc8bb1c00406d2e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ევროპა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ევროპა, ახალი ამბები
საქართველოდან 160 ტონა სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით თანმიმდევრული სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პოლიქლორირებული ბიფენილები (პქბ) მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი ტოქსიკურობითა და გარემოში ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა. მათი უსაფრთხო მართვა და საბოლოო განადგურება საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოში დაგროვილი პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენების ევროპაში უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო განადგურებისთვის მოსამზადებელ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში დაგლას უებთან და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიო ახობაძესთან ერთად, დაესწრო.
„საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გასაძლიერებლად. ამ მიზნით, ვახორციელებთ სახიფათო ნარჩენების მართვის ახალ სტრატეგიას, რომელიც სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ობიექტის ადგილმდებარეობა“, - განაცხადა პავლიაშვილმა.
საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით თანმიმდევრული სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 14 კომპანიაში შემოწმდა 7 ათასზე მეტი ელექტრომოწყობილობა, გამოვლინდა პქბ-ით დაბინძურებული მოწყობილობები და შეიქმნა მათი უსაფრთხო მართვის სისტემა.
„2022 წლიდან აქტიურად ვაგროვებთ პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველ ზეთებს და დღეს უკვე შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანაში არსებული დაბინძურების დაახლოებით 70% საქართველოდან უსაფრთხოდ გაიგზავნოს ევროპაში საბოლოო განადგურებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში 14 კერძო კომპანია ჩაერთო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა“,-- აღნიშნა ახობაძემ.
მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა კერძო სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს, რადგან ნარჩენების შეგროვება, ინვენტარიზაცია, ქვეყნიდან გატანა და გაუვნებელყოფა მთლიანად დონორების მხარდაჭერით დაფინანსდა.
პროექტი „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ხორციელდება. პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), ხოლო ინიციატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.