რესტორან „ჯარგვალში“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და სტანდარტები
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში მდებარე რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფოთში, გურიის ქუჩა N220-ში მდებარე კვების ობიექტი ,,ჯარგვალი 2026“ ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ყველა ეტაპზე (სურსათის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია) მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და სტანდარტები
ყველა ახალი ამბავი
0