https://sputnik-georgia.com/20260727/wkalsatxilamuro-gia-chempionati-dasrulda-299816953.html
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
Sputnik საქართველო
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი. 27.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-27T10:23+0400
2026-07-27T10:23+0400
2026-07-27T10:23+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ფოთის მუნიციპალიტეტი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/24/236462476_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_219c1d851239c26063aca3a425f707f6.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი დასრულდა.ტურნირში, რომელიც 24-26 ივლისის პერიოდში გაიმართა, კონტინენტის მასშტაბით 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად მიმართულებაში გაიმართა — სლალომი, ფიგურული სრიალი (ფიგურები) და ტრამპლინიდან ხტომა. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის გამო ორგანიზატორებმა ოპერატიულად შეცვალეს განრიგი. შედეგად, ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე (25 ივლისს) გამოვლინდნენ - ოქროს მედალი ავსტრიელმა, ხოლო ვერცხლი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა.ტურნირის ბოლო დღეს, დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სლალომის დისციპლინაში ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა. მამაკაცთა შორის კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფრანგმა საშა დექსუნმა დაიკავა. საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონატზე გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა, მათ ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლეს.ფინალური ასპარეზობების დასრულების შემდეგ ტბის მთავარ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა ჩემპიონატის პრიზიორი სპორტსმენები დააჯილდოვა. ევროპის ღია ჩემპიონატი ქართული ნაციონალური ბალეტი - „ სუხიშვილების” კონცერტით დაიხურა.სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი. ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/24/236462476_227:0:1994:1325_1920x0_80_0_0_a56aa0677a463a486a6d6cbb4b71eaf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ფოთის მუნიციპალიტეტი , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ფოთის მუნიციპალიტეტი , სპორტი, ახალი ამბები
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი დასრულდა.
ტურნირში, რომელიც 24-26 ივლისის პერიოდში გაიმართა, კონტინენტის მასშტაბით 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად მიმართულებაში გაიმართა — სლალომი, ფიგურული სრიალი (ფიგურები) და ტრამპლინიდან ხტომა.
არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის გამო ორგანიზატორებმა ოპერატიულად შეცვალეს განრიგი. შედეგად, ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე (25 ივლისს) გამოვლინდნენ - ოქროს მედალი ავსტრიელმა, ხოლო ვერცხლი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
ტურნირის ბოლო დღეს, დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სლალომის დისციპლინაში ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა. მამაკაცთა შორის კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფრანგმა საშა დექსუნმა დაიკავა. საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონატზე გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა, მათ ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლეს.
ფინალური ასპარეზობების დასრულების შემდეგ ტბის მთავარ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა ჩემპიონატის პრიზიორი სპორტსმენები დააჯილდოვა. ევროპის ღია ჩემპიონატი ქართული ნაციონალური ბალეტი - „ სუხიშვილების” კონცერტით დაიხურა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.