https://sputnik-georgia.com/20260727/transportis-seqtorshi-rekorduli-zrda-dapiqsirda-299819259.html
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა გადაზიდვების ყველა რეჟიმში — იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. 27.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-27T11:58+0400
2026-07-27T11:58+0400
2026-07-27T11:58+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249289578_0:178:3001:1866_1920x0_80_0_0_0203eca0650bbbc89472abea0ecdcd7b.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა სატრანსპორტო დარგის ყველა ძირითად მიმართულებაში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სატრანზიტო როლისა და „შუა დერეფნის“ გაძლიერებასთან.საქართველოს რკინიგზაკომპანიის მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 6,9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, „საქართველოს რკინიგზის" მიერ გასულ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა გადაზიდვების ყველა რეჟიმში — იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.საზღვაო ნავსადგურები და ტერმინალები ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკა დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურსა და ტერმინალში (ბათუმი, ფოთი, ყულევი, სუფსა).უწყების ცნობით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 9,7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.აღსანიშნავია, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249289578_115:0:2663:1911_1920x0_80_0_0_bb96b11c708e8070bbec8d3e8a480851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტატისტიკა, ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა გადაზიდვების ყველა რეჟიმში — იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა სატრანსპორტო დარგის ყველა ძირითად მიმართულებაში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სატრანზიტო როლისა და „შუა დერეფნის“ გაძლიერებასთან.
კომპანიის მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 6,9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, „საქართველოს რკინიგზის" მიერ გასულ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა გადაზიდვების ყველა რეჟიმში — იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.
საზღვაო ნავსადგურები და ტერმინალები
ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკა დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურსა და ტერმინალში (ბათუმი, ფოთი, ყულევი, სუფსა).
უწყების ცნობით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 9,7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა.