თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© Roads Department of Georgiaთბილისი-სენაკი-ლესელიძის-გზა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის-გზა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
მაგისტრალზე მოძრაობის გადაკეტვის მიზეზი გზის სავალი ნაწილზე ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოებია.
.თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი ავტოტრანსპორტისთვის 28 ივლისის 22:00 საათამდე დაიკეტება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოებია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), მიმდინარეობს სავალი ნაწილის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე ამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0