თაღლითობა გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელით: სუს-მა ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სუს-ის უფროსის გელა გელაძის და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0