საქართველოში პედაგოგების ნახევარზე მეტი 50 წელს ზემოთ პირია: - კვლევის შედეგები

© Sputnik / STRINGERპედაგოგი
პედაგოგი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში პედაგოგების ნახევარზე მეტი 50 წელს ზემოთ პირია, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში 66,3 ათასი მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 36,2 ათასი - 50 წელს ზემოთ პირია. ამასთან, პედაგოგების თითქმის ნახევარი — დაახლოებით 17 ათასი ადამიანი — საპენსიო ასაკის ანუ 60 წელს გადაცილებული პირია.
კიდევ 16,5 ათასი პედაგოგი 41-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 9,8 ათასი — 31-დან 40 წლამდე. 30 წლამდე მასწავლებლების რაოდენობა კი სულ რაღაც 3,9 ათას ადამიანს შეადგენს.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს.
საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სკოლაში – 1,6 ათას ლარს. ამასთან, ერთ პედაგოგზე საშუალოდ 9,7 მოსწავლე მოდის.
ბათუმში ეს მაჩვენებელი ერთ მასწავლებელზე 15,8 მოსწავლეს შეადგენს, ხოლო თბილისში – 14,7 მოსწავლეს.
საქართველოში დაახლოებით 2,3 ათასი სახელმწიფო და კერძო სკოლაა, სადაც 644,3 ათასი მოსწავლე სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0