https://sputnik-georgia.com/20260727/saqartveloshi-moralis-policias-apuzneben-299826240.html
ღირებულებების დაცვა თუ „მორალის პოლიცია“? ქვეყანაში ახალი მოძრაობა განსჯის საგანი გახდა
ღირებულებების დაცვა თუ „მორალის პოლიცია“? ქვეყანაში ახალი მოძრაობა განსჯის საგანი გახდა
Sputnik საქართველო
მოძრაობის შექმნის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც მოჰყვა სტენდაფ-კომიკოსის გამონათქვამებს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შესახებ და მასზე შემდგომ... 27.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-27T18:53+0400
2026-07-27T18:53+0400
2026-07-27T18:53+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1b/299823255_0:103:750:525_1920x0_80_0_0_ccef6f3278e137d02074815d5f38248c.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა. მოძრაობის შექმნის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ აპირებენ რეაგირება მოახდინონ სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის შემთხვევებზე. ქართველაშვილის თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სერიოზული და მაქსიმალურად კონსტრუქციული“, თუმცა ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, მისი მონაწილეები რისკებს არ მოერიდებიან. მოძრაობის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელეს, მათ შორის სკანდალი სტენდაფ-კომიკოს ონისე ოქრიაშვილის გარშემო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იუმორისტული პოდკასტის დროს მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ოქრიაშვილი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ქართველაშვილის თქმით, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომიკოსი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა რელიგიაზე, გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებსა და სხვა თემებზე, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი ხელშეუხებლად მიიჩნევს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს არა მხოლოდ თავად ოქრიაშვილმა, არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ სცენაზე და, მათი აზრით, მხარი დაუჭირეს მომხდარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1b/299823255_0:32:750:595_1920x0_80_0_0_ab09d1a2f80ba8bd13d7500e772c5b01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღირებულებების დაცვა თუ „მორალის პოლიცია“? ქვეყანაში ახალი მოძრაობა განსჯის საგანი გახდა
მოძრაობის შექმნის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც მოჰყვა სტენდაფ-კომიკოსის გამონათქვამებს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შესახებ და მასზე შემდგომ განხორციელებულ თავდასხმას.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა.
მოძრაობის შექმნის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ აპირებენ რეაგირება მოახდინონ სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის შემთხვევებზე.
ქართველაშვილის თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სერიოზული და მაქსიმალურად კონსტრუქციული“, თუმცა ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, მისი მონაწილეები რისკებს არ მოერიდებიან.
„მზად ვართ თითოეულ ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდეთ,“– განაცხადა ქართველაშვილმა.
მოძრაობის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელეს, მათ შორის სკანდალი სტენდაფ-კომიკოს ონისე ოქრიაშვილის გარშემო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იუმორისტული პოდკასტის დროს მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ოქრიაშვილი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ქართველაშვილის თქმით, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომიკოსი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა რელიგიაზე, გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებსა და სხვა თემებზე, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი ხელშეუხებლად მიიჩნევს.
მოძრაობაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს არა მხოლოდ თავად ოქრიაშვილმა, არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ სცენაზე და, მათი აზრით, მხარი დაუჭირეს მომხდარს.