https://sputnik-georgia.com/20260727/sandro-bazadzem-msoplio-chempionatze-asparezoba-daasrula-299825717.html
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
Sputnik საქართველო
ბაზაძემ გასულ წელს თბილისში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა 27.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-27T16:23+0400
2026-07-27T16:23+0400
2026-07-27T16:23+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268642860_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_9e9e0ee4a0ef633bbef6a57c28644edf.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული ვერ დაიცვა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა, იუწყება პირველი არხი.ქართველმა მოფარიკავემ პირველი შეხვედრა მექსიკელ ბრენდონ რომოსთან გამართა და მოწინააღმდეგე დაამარცხა — 15:11. 1/16-ფინალში მან ასევე დამაჯერებლად დაამარცხა გერმანელი ფილიპ მეტნერი — 15:11. მერვედფინალში ბაზაძის მოწინააღმდეგე რუმინელი ვლად კოვალიუსი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში სძლია — 15:13. ნახევარფინალში გადასასვლელად კი მან სამხრეთკორეელ მოფარიკავე გუენდენგ დოსთან დაპირისპირება ანგარიშით 11:15 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.საქართველოს ნაკრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარდგა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს გახდა - 2025 წლის ივლისში სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268642860_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_fa5fd2c1dc62129ef1f9fcbb4464192e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
ბაზაძემ გასულ წელს თბილისში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული ვერ დაიცვა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა მოფარიკავემ პირველი შეხვედრა მექსიკელ ბრენდონ რომოსთან გამართა და მოწინააღმდეგე დაამარცხა — 15:11. 1/16-ფინალში მან ასევე დამაჯერებლად დაამარცხა გერმანელი ფილიპ მეტნერი — 15:11. მერვედფინალში ბაზაძის მოწინააღმდეგე რუმინელი ვლად კოვალიუსი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში სძლია — 15:13. ნახევარფინალში გადასასვლელად კი მან სამხრეთკორეელ მოფარიკავე გუენდენგ დოსთან დაპირისპირება ანგარიშით 11:15 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარდგა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).
სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს გახდა - 2025 წლის ივლისში სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.