მტკვარი: სამხრეთ კავკასიის წყლის მთავარი არტერია – ვიდეო

გამოწერა
მდინარე მტკვარის მნიშვნელობა კავკასიისთვის უდიდესია. იგი რეგიონში წყლის მთავარი არტერია, სოფლის მეურნეობის ძირითადი წყარო და რამდენიმე ქვეყნის დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის სიცოცხლის საფუძველია.
მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მდინარე სამი სახელმწიფოს – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. აქედან საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძირითად მდინარეს წარმოადგენს. მტკვრის აუზი მთლიანად სომხეთს და ირანის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს. მტკვრის სიგრძე 1400 კილომეტრია, მდინარე უზრუნველყოფს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას საქართველსა და აზერბაიჯანში. ჰესების კაშხლები გამოიყენება წყალდიდობების დროს მდინარეში წყლის დონის გასაკონტროლებლად.
ყველა ახალი ამბავი
0