კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა სოლიდარობის თასზე მონტენეგრო დაამარცხა

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ერთი კი მასპინძელ ჩინეთთან დათმო (63:74).
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში, ჰაინანის კუნძულზე გამართულ ამხანაგურ ტურნირზე („სოლიდარობის თასი“) გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.
ქართველმა კალათბურთელებმა მონტენეგროს ნაკრები ორჯერ დაამარცხეს — პირველ შეხვედრაში 76:63 (24 ივლისს), ხოლო დასკვნით მატჩში 69:63.
მარკო ესპოზიტოს გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე ჯამში
საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ერთი კი მასპინძელ ჩინეთთან დათმო (63:74).
შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა. მესამე პერიოდის შემდეგ მონტენეგრო ანგარიშით 56:52-ს იგებდა. მეოთხე მეოთხედში კი ქართველებმა იმარჯვეს და ტურნირი წარმატებით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრების განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა და მოედანი უქულოდ არავის დაუტოვებია. 12 ქულით გუნდის ბომბარდირი ლევან გოგიჩაიშვილი გახდა. 11 ქულა მოიპოვა ნიკა გაფრინდაშვილმა, 7 ქულა რომა ჭინჭარაულმა მიითვალა.
ყველა ახალი ამბავი
0