როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
2026 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3 340 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2026 წლის მეორე კვარტალში 4,9%-ით გაიზარდა, ამასთან 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 0,9%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 63,8%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2026 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა, 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 4,8%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა, 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 5,5%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.340 ლარი, თეთრი კარკასი – 3.703 ლარი, მწვანე კარკასი – 4.409 ლარი.
2025 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 4.245 ლარი, თეთრი კარკასი – 3.583 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0