https://sputnik-georgia.com/20260726/taglitobis-saqmeze-2-piri-daakaves-299812103.html
კომპანიის დირექტორებმა მშენებლობის თანხები თაღლითურად მიითვისეს: დაკავებულია 2 პირი
კომპანიის დირექტორებმა მშენებლობის თანხები თაღლითურად მიითვისეს: დაკავებულია 2 პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ. 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T11:37+0400
2026-07-26T11:37+0400
2026-07-26T11:37+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. პროკურატურამ მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება ბრალდებულებს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლებასა და დაყადაღებული ქონების გაფლანგვას ედავება. დაკავებულები შპს „სკაიფორტის” მოქმედი და ყოფილი დირექტორები არიან. გამოძიების მიხედვით, მათ ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში ეტაპობრივად 1,4 მლნ აშშ დოლარი მიითვისეს. ისინი ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 520 ათას აშშ დოლარს და 100 ათას ლარს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 377-ე მუხლებით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
კომპანიის დირექტორებმა მშენებლობის თანხები თაღლითურად მიითვისეს: დაკავებულია 2 პირი
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. პროკურატურამ მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება ბრალდებულებს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლებასა და დაყადაღებული ქონების გაფლანგვას ედავება.
დაკავებულები შპს „სკაიფორტის” მოქმედი და ყოფილი დირექტორები არიან. გამოძიების მიხედვით, მათ ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში ეტაპობრივად 1,4 მლნ აშშ დოლარი მიითვისეს. ისინი ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 520 ათას აშშ დოლარს და 100 ათას ლარს.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის” დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 377-ე მუხლებით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.