ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, იუწეყბა ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ არგვეთასთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა - ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტურისტული ჯგუფი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
ყველა ახალი ამბავი
0