https://sputnik-georgia.com/20260726/qartveli-pexburtelebis-sapazro-girebuleba-gaizarda-299812572.html
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა
Sputnik საქართველო
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის სათავეში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T18:19+0400
2026-07-26T18:19+0400
2026-07-26T18:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298024642_0:67:1440:877_1920x0_80_0_0_4df6cadd444b0d862b989b5b8c49b3c7.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 261 მილიონ ევროს გადააჭარბა, განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.შედარებისთვის, გასული წლის ივლისის დასაწყისში ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება 198 მილიონ ევროს შეადგენდა.ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის სათავეში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულება 140 მილიონი ევროა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ასევე „ოქროს ბურთის" მთავარ ფავორიტად ითვლება და, შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, ვინც ამ ჯილდოს მოიპოვებს.მეორე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომლის ღირებულება 30 მილიონი ევროა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ ესპანეთის ლიგაში 13 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე კი 16 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.მესამე ადგილზეა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 28 მილიონ ევროდ შეფასებული მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლება.მეოთხე ადგილზეა ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომლის ღირებულებაც 12 მილიონი ევროა. გასულ სეზონში დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.მეხუთე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. Transfermarkt-ი მის საბაზრო ღირებულებას 5,5 მილიონ ევროდ აფასებს. გამოცდილი ნახევარმცველი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.საუკეთესო მოთამაშეების გარდა, Transfermarkt-მა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებსაც დაუთმო. მათ შორის არიან გიორგი კვერნაძე და საბა ხარებაშვილი, რომლებსაც ქართული ფეხბურთის მომავალს უწოდებენ. მათი საბაზრო ღირებულება კვლავ იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298024642_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_a99643ae15285cc05d75621db3669b50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის სათავეში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 261 მილიონ ევროს გადააჭარბა, განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
შედარებისთვის, გასული წლის ივლისის დასაწყისში ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება 198 მილიონ ევროს შეადგენდა.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის სათავეში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულება 140 მილიონი ევროა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ასევე „ოქროს ბურთის" მთავარ ფავორიტად ითვლება და, შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, ვინც ამ ჯილდოს მოიპოვებს.
მეორე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომლის ღირებულება 30 მილიონი ევროა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ ესპანეთის ლიგაში 13 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე კი 16 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მესამე ადგილზეა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 28 მილიონ ევროდ შეფასებული მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლება.
მეოთხე ადგილზეა ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომლის ღირებულებაც 12 მილიონი ევროა. გასულ სეზონში დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.
მეხუთე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. Transfermarkt-ი მის საბაზრო ღირებულებას 5,5 მილიონ ევროდ აფასებს. გამოცდილი ნახევარმცველი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
საუკეთესო მოთამაშეების გარდა, Transfermarkt-მა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებსაც დაუთმო. მათ შორის არიან გიორგი კვერნაძე და საბა ხარებაშვილი, რომლებსაც ქართული ფეხბურთის მომავალს უწოდებენ. მათი საბაზრო ღირებულება კვლავ იზრდება.