https://sputnik-georgia.com/20260726/potshi-wkalsatxilamuro-sportshi-evropis-gia-chempionati-tardeba-299810639.html
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი დღეს დასრულდება
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი დღეს დასრულდება
Sputnik საქართველო
ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი. 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T09:59+0400
2026-07-26T09:59+0400
2026-07-26T09:59+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/24/236462476_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_219c1d851239c26063aca3a425f707f6.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი დღეს დასრულდება.ტურნირში, რომელიც 24-26 ივლისის პერიოდში იმართება, კონტინენტის მასშტაბით 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს.შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად მიმართულებაში იმართება — სლალომი, ფიგურული სრიალი (ფიგურები) და ტრამპლინიდან ხტომა.ტურნირის მეორე დღეს, ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა, ისინი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, ორგანიზატორებმა ოპერატიულად შეცვალეს განრიგი. შედეგად, ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ - ოქროს მედალი ავსტრიელმა, ხოლო ვერცხლი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა.დღეს ჩემპიონატი სლალომისა და ფიგურების დისციპლინების ფინალებით, ასევე ანსამბლ „სუხიშვილების“ საზეიმო კონცერტით დასრულდება.სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/24/236462476_227:0:1994:1325_1920x0_80_0_0_a56aa0677a463a486a6d6cbb4b71eaf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ფოთის მუნიციპალიტეტი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ფოთის მუნიციპალიტეტი , ახალი ამბები
წყალსათხილამურო სპორტი: ფოთში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი დღეს დასრულდება
ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი დღეს დასრულდება.
ტურნირში, რომელიც 24-26 ივლისის პერიოდში იმართება, კონტინენტის მასშტაბით 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს.
შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად მიმართულებაში იმართება — სლალომი, ფიგურული სრიალი (ფიგურები) და ტრამპლინიდან ხტომა.
ტურნირის მეორე დღეს, ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა, ისინი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, ორგანიზატორებმა ოპერატიულად შეცვალეს განრიგი. შედეგად, ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ - ოქროს მედალი ავსტრიელმა, ხოლო ვერცხლი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
დღეს ჩემპიონატი სლალომისა და ფიგურების დისციპლინების ფინალებით, ასევე ანსამბლ „სუხიშვილების“ საზეიმო კონცერტით დასრულდება.
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების წყალობით, ფოთის „ოქროს ტბამ“ 35-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლის სტატუსი.