კახეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია, ერთი ქალის მდგომარეობა კი მძიმეა.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. კახეთში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია, ერთი ქალის მდგომარეობა კი მძიმეა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკოპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0