https://sputnik-georgia.com/20260725/wvima-qri-stormi-zrvaze-rogori-amindia-mosalodneli-saqartvelosi-299808530.html
წვიმა, ქარი და შტორმი ზღვაზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
წვიმა, ქარი და შტორმი ზღვაზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
Sputnik საქართველო
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ... 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T20:19+0400
2026-07-25T20:19+0400
2026-07-25T20:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278964809_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_c0af7d096cb3986916d505bcbcc52778.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კერძოდ, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა, აცხადებენ სააგენტოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278964809_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_d4a96872e1702909b8cd2377fba4aebd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში
წვიმა, ქარი და შტორმი ზღვაზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე საშუალოა, აცხადებენ სააგენტოში.