თბილისის მეტრომ და საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
დღეს დაახლოებით დილის 08:00 საათზე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენმა და საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა.
თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაზე შეფერხება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვამ გამოიწვია.
დღეს დაახლოებით დილის 08:00 საათზე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება“, - განაცხადეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
არსებული ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მატარებელი უშუქობის გამო დაგვიანებით გავიდა.
ანალოგიური მასშტაბური გათიშვა 24 ივლისსაც მოხდა. მაშინ, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში მომხდარმა სისტემურმა ავარიამ ელექტრომომარაგებისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტრომომარაგება დროებით შეწყდა.
ავარიის ოფიციალური მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დასახელებული. სემეკმა გათიშვის მიზეზების შესწავლა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0