https://sputnik-georgia.com/20260725/salva-papuasvils-eleqtroenergiis-masstaburi-gatisvis-semtxvevitobasi-ewvi-epareba-299808138.html
შალვა პაპუაშვილს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შემთხვევითობაში ეჭვი ეპარება
შალვა პაპუაშვილს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შემთხვევითობაში ეჭვი ეპარება
Sputnik საქართველო
სუსმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T19:20+0400
2026-07-25T19:20+0400
2026-07-25T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
სემეკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_8ade1cd7de0961136d9db1327c56a964.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ელექტროენერგიის ზედიზედ ორი გათიშვა უჩვეულო მოვლენა იყო, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გარკვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი: თუკი ადგილი ჰქონდა რაიმე ადამიანურ ფაქტორს, იყო ვინმეს მხრიდან ჩარევა, რაიმენაირი საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი უნდა გამოვლინდეს.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ასევე დაიწყო 24 ივლისს მომხდარი მასშტაბური გათიშვის მიზეზების შესწავლა.მანამდე ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა „იმერეთის“ ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_290bfd09a8f1e37aae8e07f173f4f374.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, სემეკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, სემეკი
შალვა პაპუაშვილს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შემთხვევითობაში ეჭვი ეპარება
სუსმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ელექტროენერგიის ზედიზედ ორი გათიშვა უჩვეულო მოვლენა იყო, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გარკვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
„მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გამოძიებული იყოს რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რაიმეს წინ გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება გამოძიების შედეგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი: თუკი ადგილი ჰქონდა რაიმე ადამიანურ ფაქტორს, იყო ვინმეს მხრიდან ჩარევა, რაიმენაირი საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი უნდა გამოვლინდეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ასევე დაიწყო 24 ივლისს მომხდარი მასშტაბური გათიშვის მიზეზების შესწავლა.
მანამდე ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა „იმერეთის“ ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.