https://sputnik-georgia.com/20260725/ratom-moxda-eleqtroenergiis-masstaburi-gatisva-engurhesis-direqtoris-versia-299805957.html
რატომ მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა: ენგურჰესის დირექტორის ვერსია
რატომ მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა: ენგურჰესის დირექტორის ვერსია
Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T14:48+0400
2026-07-25T14:48+0400
2026-07-25T16:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251926394_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_e75a7d3d6abbdda0dfb7665b7b73dcc6.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ საქართველოში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ავარიული გათიშვა 25 ივლისს, დაახლოებით დილის 8:00 საათზე მოხდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენა თბილისსა და ქვეყნის უმეტეს ნაწილში დილის 8:05 საათიდან დაიწყო.„ხაზი გამოირთო, 500 კილოვატიანი "იმერეთი", ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში. ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე“, - განაცხადა მებონიამ.მისი თქმით, „ენგურჰესის“ ძირითადი დატვირთვა უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი დატვირთვის გამო დაირღვა მუშაობის რეჟიმი და ელექტროსისტემა მთლიანად მოიშალა.„რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, - აღნიშნა მებონიამ “ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.ანალოგიური გლობალური გათიშვა 24 ივლისს მოხდა - ღამით მთელ საქართველოში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251926394_88:0:1512:1068_1920x0_80_0_0_efa88747ddb22c668a9b435a8fe94446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
რატომ მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა: ენგურჰესის დირექტორის ვერსია
14:48 25.07.2026 (განახლებულია: 16:06 25.07.2026) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ საქართველოში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ავარიული გათიშვა 25 ივლისს, დაახლოებით დილის 8:00 საათზე მოხდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენა თბილისსა და ქვეყნის უმეტეს ნაწილში დილის 8:05 საათიდან დაიწყო.
„ხაზი გამოირთო, 500 კილოვატიანი "იმერეთი", ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში. ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე“, - განაცხადა მებონიამ.
მისი თქმით, „ენგურჰესის“ ძირითადი დატვირთვა უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი დატვირთვის გამო დაირღვა მუშაობის რეჟიმი და ელექტროსისტემა მთლიანად მოიშალა.
„რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, - აღნიშნა მებონიამ “ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.
ანალოგიური გლობალური გათიშვა 24 ივლისს მოხდა - ღამით მთელ საქართველოში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა.