შეესაბამება თუ არა ტურისტებისთვის არსებული ფასები მომსახურების ხარისხსა და სერვისის დონეს?

გამოწერა
ყველა ტურისტისთვის მტკივნეული თემა ფასებია, კერძოდ – მომსახურებისა და შეძენილი პროდუქციის ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. ბევრი აკრიტიკებს საქართველოს მაღალი ფასებისა და სერვისის შედარებით დაბალი დონის გამო.
„Sputnik საქართველომ" გადაწყვიტა გამოკითხვა ჩაეტარებინა და გაერკვია - მიაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში მომსახურებისა და სერვისის ხარისხთან შედარებით არაპროპორციულად ბევრს ხარჯავენ. გამოკითხვაში მონაწილეთა 42,5%-მა უპასუხა: „ნაწილობრივ“, ხოლო 38,8%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. გამოკითხულთა მხოლოდ 18,7%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ფასები შეესაბამება მომსახურების ხარისხსა და სერვისის დონეს.
ყველა ახალი ამბავი
0